კითხვები & პასუხები

დომენი
რა არის დომენი?

დომენური სახელი არის თქვენი ვებგვერდის მისამართი (მაგ.: www.namespace.ge), ის ასევე გამოიყენება კორპორაციული მეილებისთვის, როგორიც არის info@namespace.ge და ა.შ.

რა სახის დომენის დარეგისტრირება არის შესაძლებელი?

ვებგვერდზე შესაძლებელია დარეგისტრირდეს .GE სივრცის ყველა სახის დომენის რეგისტრაცია: .ge, .com.ge, .net.ge, .org.ge, .edu.ge, .school.ge, .pvt.ge;

ზოგადი დომენის ქვეშ შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ შემდეგი ქვემოთ ჩამოთვლილი დაბოლოების მქონე დომენური სახელი, რომელიც აკმაყოფილებს  შემდეგ პირობებს:
(I) .com.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს  ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის სახელზე;
(II) .edu.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელზე;
(III) .org.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ არაკომერციული ორგანიზაციების სახელზე;
(IV) .net.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ ორგანიზაციებზე, რომლებიც წარმოადგენენ ქსელების პროვაიდერებს ან მათი საქმიანობა დაკავშირებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროსთან;
(V) .pvt.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ კერძო პირების სახელზე.
(VI) .school.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის სახელზე;

PS.: უახლოეს მომავალში ხელმისაწვდომი იქნება საერთაშორისო დომენების რეგისტრაციაც.

რა სიმბოლოების გამოყენება შეიძლება დომენის შერჩევისას?

(I) დომენური სახელი შესაძლოა შეიცავდეს ციფრებს (0-9), დეფისებს, ლათინურ ასოებს ან/და მათ კომბინაციას;
(II) დიდი  და პატარა ასო დომენურ სახელში არ განსხვავდება ერთმანეთისგან;
(III) დომენურ სახელი არ უნდა იწყებოდეს ან ბოლოვდებოდეს დეფისით;
(IV) დომენური სახელის მინიმალური სიმბოლოების რაოდენობა არის 2, ხოლო მაქსიმალური - 63.

რა ღირს დომენი?

(I) .ge დომენის 1 წლის მომსახურების ფასი არის 30 ლარი;
(II) .com.ge, .net.ge, .org.ge, .edu.ge, .school.ge და .pvt.ge 1 წლის მომსახურების ფასი არის 12 ლარი;
(III) ორ სიმბოლოიანი .ge დომენის 1 წლის მომსახურების ფასი არის 900 ლარი;

რა ცვლილება შევიდა დომენის ღირებულების გადახდის წესში?

კავკასუს ონლაინის (ადმინისტრატორი) დადგენილებით 2018 წლის 16 აპრილიდან შეწყდება დომენური სახელის წინასწარ დაჯავშნის შესაძლებლობა. დომენი შერჩევისა და მისი ღირებულების გადახდის შემდეგ გადმოგეცემათ მფლობელობაში.

ტრანსფერი
როგორ გადმოვიტანო დომენი namespace.ge -ზე?

(I) დარეგისტრირდით namespace.ge -ზე ან გაიარეთ ავტორიზაცია თუ უკვე ხართ რეგისტრირებული;
(II) მიმდინარე რეგისტრატორის საიტზე თქვენს პროფილში დომენის გვერდზე მიიღეთ ტრანსფერის კოდი;
(III) ამავე გვერდზე შეიყვანეთ გადმოსატანი დომენის დასახელება და ტრანსფერის კოდი;
(IV) დააჭირეთ ღილაკს დომენის ტრანსფერი და თქვენი დომენი გადმოტანილია namespace.ge -ზე;

დომენის შეძენა
როგორ ვიყიდო დომენი?

(I) საძიებო ველში ჩაწერეთ სასურველი დომენი
(II) სისტემა შემოგთავაზებთ დომენის ყველა შესაძლო ვარიანტს
(III) შეარჩიეთ დომენ(ებ)ი და ჩააგდეთ კალათში
(IV) დარეგისტრირდით ან გაიარეთ ავტორიზაცია თუ უკვე ხართ რეგისტრირებული
(V) გადაიხადეთ თანხა სასურველი გადახდის მეთოდით
(VI) თუ ყველა პუნქტი წარმატებით შეასრულეთ, გილოცავთ, თქვენ უკვე დომენის მფლობელი ხართ

DNS
რა არის DNS?

DNS მართვის სისტემა საშუალებას გაძლევთ მართოთ თქვენი დომენური სახელის ვებგვერდის და მეილის პარამეტრები. როდესაც ვიზიტორი საძიებო სისტემაში აკრეფს თქვენს დომენს, სწორედ DNS პარამეტრები განსაზღვრავ თუ რომელი კომპანიის სერვერს მიაკითხოს თქვენმა დომენმა.

მარკეტი
როგორ გავყიდო დომენი?

ჩვენი პლათფორმის საშუალებით, რომელზეც დომენს ყოველდღიურად ეძებს დიდი რაოდენობით მსურველი, შესაძლებლობა გაქვთ გაყიდოთ თქვენს მფლობელობაში არსებული დომენ(ებ)ი. ამისთვის საჭიროა პროფილში, დომენის დეტალებში გადახვიდეთ ღილაკზე "დომენის გაყიდვა" და განსაზღვროთ პირობები, რის შემდეგაც დომენი განთავსდება მარკეტში და ის ხელმისვდომი იქნება მსურველებისთვის.

რა ღირს დომენის მარკეტში განთავსება?

მარკეტში დომენი განთავსება არის უფასო და ის შესაძლებელია დომენის ვადის ამოწურვამდე. დომენის გაყიდვის შემთხვევაში მარკეტის მომსახურების საკომისიო არის გაყიდული თანხის 10%.

როგორია დომენის გაყიდვის პროცესი?

(I) დომენის გაყიდვისას მყიდველი ახდენს ანგარიშსწორებას კომპანია namespace-ის ანგარიშზე, საიდანაც დომენის მფლობელთან თანხის გადარიცხვა განხორციელდება 3 სამუშაო დღის განმავლობაში

(II) მყიდველის მიერ ანგარიშსწორების შემდეგ, დომენი დატრანსფერდება ახალ მფლობელთან კომპანია namespace-ს მიერ, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ანგარიშსწორება დომენის ძველ მფლობელთან

(III) ტრანსფერის დროს ჩანაცვლება მხოლოდ დომენის ძველი მფლობელი მონცემების ახლი მფლობელის მონაცემებით

დამალვა დომენის ძებნა